საუკეთესო ფილმების კოლექცია!
KINOMAX.GE » ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი "ბენ აფლეკი" - 26 მაისში 2019
ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი
დაიბადა: 15 აგვისტო 1972
დაბადების ადგილი: აშშ
მოქალაქეობა: აშშ
პროფესია: მსახიობი,რეჟისორი ,პროდიუსერი, სცენარისტი.
კარიერა: 1981 დან დღემდე
ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი (ინგლ. Ben Affleck; დ. 15 აგვისტო, 1972, ბერკლი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი. თავდაპირველად ყურადღება მიიპყრო შესრულებული როლებით ფილმებში: „უსაქმურები“ (1995), „ემის დევნაში“ (1997), „დოგმა“ (1999). 1997 წელს მეტ დეიმონთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, რომელმაც მოუტანა მას ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი და ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო სცენარი. მოგვიანებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ითამაშა ცნობილ ფილმებში: „არმაგედონი“ (1998), „პერლ ჰარბორი“ (2001), „სხვის რიგში“ (2002), „შიშის საფასური“ (2002), „თავქარიანი“ (2003), „სუპერმენის სიკვდილი“ (2006), „დიდი თამაში“ (2009), „ქალაქი“ (2010). ბენ აფლეკი Ben Affleck by Gage Skidmore 2.jpg ბენ აფლეკი დაბ. სახელი ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი დაბ. თარიღი 15 აგვისტო, 1972 ბერკლი, კალიფორნია, აშშ საქმიანობა მსახიობი რეჟისორი პროდიუსერი სცენარისტი აქტიური 1981-დღემდე მეუღლე(ები) ჯენიფერ გარნერი (2005-დღემდე) პარტნიორ(ებ)ი გვინეთ პელტროუ (1997-2000) ჯენიფერ ლოპესი (2001-2004) ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარი 1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი საუკეთესო ფილმი 2012 — არგო ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარი 1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი საუკეთესო რეჟისორი 2012 — არგო BAFTA საუკეთესო ფილმი 2012 — არგო საუკეთესო რეჟისორი 2012 — არგო ბენ აფლეკი კინოკრიტიკოსების მხრიდან აღიარებული რეჟისორია. ფილმ „მშვიდობით პატარავ“ გადაღების შემდეგ მოიპოვა აღიარება როგორც რეჟისორმა. იყო ფილმ „არგო“-ს რეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც მოუტანა მას ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო სურათი, ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი, BAFTA ნომინაციაში საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. კინოინდუსტრიის გარდა ბენ აფლეკი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკასა და საქველმოქმედო საქმიანობაში. 2000 წელს მეტ დეიმონთან ერთად დააარსა საწარმოო კომპანია „LivePlanet“, ხოლო 2012 წელს „Pearl Street Films“. ბენ აფლეკს ჰყავს უმცროსი ძმა, კეისი აფლეკი, რომელიც აგრეთვე მსახიობია. 2005 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ჯენიფერ გარნერთან. წყვილს სამი შვილი ჰყავს. უფრო ადრე ურთიერთობაში იმყოფებოდა გვინეთ პელტროუსთან და ჯენიფერ ლოპესთან.
კომენტარი0
კომენტარის დამატება
კომენტარის დატოვება
© 2019 KINOMAX.GE