საუკეთესო ფილმების კოლექცია!
KINOMAX.GE » ალფრედო ჯეიმზ პაჩინო - 23 მაისში 2019
ალფრედო ჯეიმზ პაჩინო
დაიბადა: 1940 წ 25 აპრილი
დაბადების ადგილი: აშშ
მოქალაქეობა: აშშ
პროფესია: მსახიობი, რეჟისორი
კარიერა: 1967 წ დღემდე
ბიოგრაფია ცხოვრების ადრეული წლები რედაქტირება ალ პაჩინოს მშობლები, როზი და სალვატორე პაჩინო ერთმანეთს მაშინ გაშორდნენ, როდესაც ალ პაჩინო 2 წლისა იყო.[1] დედამისი გადავიდა საცხოვრებლად მის მშობლებთან, ქეით და ჯეიმზ ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. იგი მუშაობდა გამყიდველად და ჰქონდა თავის რესტორანი სახელად „Pacino's Lounge“, რომელიც დაიხურა 1992 წელს. 1960-იან წლებში ალ პაჩინო სწავლობდა ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა, რომ ალ პაჩინო მსახიობობის ნიჭით იყო დაჯილდოებული. კარიერა 1971 წელს, ფილმში „პანიკა ნიდლ-პარკში“ ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ „ნათლიმამაში“. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმმა „სერპიკომ“, სადაც მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს „ნათიმამა II“-ში. 1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: „ძაღლური შუადღე“ და „ბობი დირფილდი“ და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოსკარის ოთხი ნომინაცია ფილმებისთვის „სერპიკო“, „ნათლიმამა III“, „ძაღლური შუადღე“ და „...და სამართლიანობა ყველასთვის“. მოგვიანებით მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის რიჩარდ III. მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში „ზღვით მგზავრობა“ და „ავტორი! ავტორი!“, საკამათო იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. მიუხედავად ამისა, 1983 წელს, ბრაიან დე პალმას ფილმში ნაიარევი სახე, ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ ამ ფილმისთვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია. ალ პაჩინომ მიიღო ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის „დიკ ტრეისი“. 1991 წელს იგი გამოჩნდა ახალ ფილმში „ფრენკი და ჯონი“ და კვლავ მიიღო ოსკარის ნომინაცია. 1992 წელს ალ პაჩინომ ითამაშა ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ფილმში „ქალის სურნელი“. მან ასევე ითამაშა მთავარი როლი ფილმებში: „კარლიტოს გზა“ (1993), „დონი ბრასკო“ (1997), „ჩვენიანი“ (1999) და „უძილობა“ (2002). 2004 წელს მაიკლ რედფოლდის ფილმში „ვენეციელი ვაჭარი“, ალ პაჩინომ ითამაშა შილოკის როლი. ალ პაჩინო გვხვდება ასევე 2007 წელს გამოსულ ფილმში „ოუშენის ცამეტი მეგობარი“, სადაც მან ითამაშა ვილი ბენკის როლი. ალ პაჩინო დაბრუნდა მაიკლ კორლეონის როლში ოღონდ უკვე თამაშში The Godfather: The Game. ასევე ალ პაჩინო გვხვდება თამაშში Scarface: The World is Yours. ალ პაჩინომ ნება დართო Electronic Arts-ს, რომ გამოეყენებინათ მისი ტიპაჟი, მაგრამ ხმა არ უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული. სამსახიობო ტექნიკა დე ლაურენტისმა ალ პაჩინოს შესახებ განაცხადა, რომ მას ასაკი არ აქვს, სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება. სიდნეი ლუმეტმა ალ პაჩინოს მსახიობის „ემოციური გაშიშვლების“ ინსტრუმენტი უწოდა. თავად მსახიობი კი თვლის, რომ დროთა განმავლობაში „ემოციონალური ათლეტი“ ხდება. ასაკთან ერთად ის უფრო გაძლიერდა და დაძლია მორიდებულობა. მას პრემიერაზე „ნათლიმამას“ ნახვაც არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღებას აპირებდა. საკუთარი თავის შესახებ პაჩინომ აღნიშნა: „ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ“. რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; „ნაიარევ სახეზე“ მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. „როცა ვთამაშობ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”. მეშვიდე ათწლეულში გადაბიჯების შემდეგ ალ პაჩინო დროის ტყუილად ხარჯვას ერიდება. „ადრე როლებს ზედმიწევნით ვარჩევდი. ახლა დრო ბევრი აღარ მაქვს“. თავის დროზე პაჩინომ უამრავ როლზე თქვა უარი: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ვარსკვლავური ომები“, „ლამაზმანი“, „კლუბი კოტონი“, „რემბო“, „ტრაფიკი“. ალ პაჩინო ოცნებობს ითამაშოს მარტინ სკორსეზესთან და უკვე აღარ ოცნებობს ჰამლეტის როლზე[2].
კომენტარი0
კომენტარის დამატება
კომენტარის დატოვება
© 2019 KINOMAX.GE