საუკეთესო ფილმების კოლექცია!
KINOMAX.GE » კიანუ რივზი - 23 მაისში 2019
კიანუ რივზი
დაიბადა: 2 სექტემბერი 1964 წ
დაბადების ადგილი: ლიბანი
მოქალაქეობა: აშშ
პროფესია: მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მუსიკოსი.
კარიერა: 1984 დან დღემდე
კიანუ რივზი , ინგლ. Keanu Reeves; დ. 2 სექტემბერი, 1964[2][3]) — კანადელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი. იგი ყველაზე მეტად ცნობილია სამსახიობო კარიერით, რომელიც 1985 წელს დაიწყო და სამ ათწლეულზე მეტი მოიცვა. მის უფრო ცნობილ როლებს შორის არის პერსონაჟები ბლოკბასტერული ფილმებიდან. აღსანიშნავია ფრენჩაიზი „ბილი და ტედი“ (1989–1991); მოქმედებითი თრილერები „ტალღების ქიმზე“ (1991), „სიჩქარე“ (1994) და ფილმების სერია „ჯონ უიკი“; ფსიქოლოგიური თრილერი „ეშმაკის ადვოკატი“ (1997); ზებუნებრივი ჟანრის „კონსტანტინი“ (2005) და სამეცნიერო ფანტასტიკის/მოქმედებითი ჟანრების „მატრიცა“ (1999–2003). აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში „სახიფათო კავშირები“ (1988), „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო“ (1991) და „პატარა ბუდა“ (1993), ისევე, როგორც რომანტიკულ საშინებათა ფილმში „ბრემ სტოკერის დრაკულა“ (1992). კინოინდუსტრიაში აქტიური წლებით დაწყებული, რივზმა მოიპოვა კრიტიკოსების აღიარება.[4] თანამშრომლობდა სტივენ ფრირზთან, გას ვან სენტთან და ბერნარდო ბერტოლუჩისთან. განსახიერებული როლებისთვის მან მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის - ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. კინოკარიერის წლების განმავლობაში იგი სხვა შემოქმედებასაც ეწეოდა. უკრავდა ჯგუფებში Dogstar და Becky. შესრულებული აქვს ჰამლეტის როლი მანიტობას თეატრალური ცენტრის მიერ დადგმულ ამავე სახელწოდების პიესაში. აქვს დაწერილი ტექსტი ალექსანდრა გრანტის მიერ ილუსტრირებული წიგნისთვის „ოდა ბედნიერებას“. აგრეთვე არის დოკუმენტურ ფილმის „გვერდიგვერდ“ პროდიუსერი და აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ შექმნილი „ტაი-ჩის ოსტატის“ რეჟისორი
კომენტარი0
კომენტარის დამატება
კომენტარის დატოვება
© 2019 KINOMAX.GE