საუკეთესო ფილმების კოლექცია!
KINOMAX.GE » მელ კოლმ-კაილ ჯერარდ გიბსონი - 22 მაისში 2019
მელ კოლმ-კაილ ჯერარდ გიბსონი
დაიბადა: 1956 წ. 3 იანვარი
დაბადების ადგილი: აშშ
მოქალაქეობა: აშშ
პროფესია: მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
კარიერა: 1976 წ დღემდე

მელ გიბსონი — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მელ გიბსონი შვიდი შვილის მამაა.

   ​​​​მელ გიბსონი დაიბადა ირლანდიელი კათოლიკების ოჯახში. 1968 წელს გიბსონების ოჯახი, რომელშიც მელის გარდა, კიდევ 10 ბავშვი იყო, ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად და მელ გიბსონმაც ბავშვობა იქ, ფერმაში გაატარა. გიბსონს ბავშვობიდან წარმოდგენებს დგამდა და-ძმების წინაშე. მისმა დამ, წაიკითხა რა სიდნეის თეატრალური სტუდიის განცხადება 18–20 წლის ტალანტების ძიების შესახებ, გაგზავნა მელ გიბოსნის ფოტო. გიბსონი მიიღეს სტუდიაში, თუმცა სიდნეიში გადასული გიბსონი ბევრ დროს ატარებდა ღამის ბარებში.

    სტუდენტობის დროს მიიღო მონაწილეობა თავის პირველ ფილმში „ცხელი ზაფხული“. 1979 წელს გიბსონი ავსტრალიური კინოჯილდო „სემით“ დააჯილდოეს დრამაში „ტიმი“ შესრულებული როლისთვის. მორიგი „სემი“ მან მიიღო პიტერ უირის ფილმში „გალიპოლი“ შესრულებული როლისთვის 1981 წელს. გიბსონის ჰოლივუდური დებიუტი შედგა ფილმში „ბაუნტი“ (1984), სადაც მისი ფილმის პარტნიორი ენტონი ფოპკინზი იყო. ჰოლივუდში რამდენიმე ფილმში გადაღების შემდეგ, გიბსონი დაბრუნდა თავის მეორე სამშობლოში. კინოკარიერაში ორწლიანი შესვენების შემდეგ გიბსონი დაბრუნდა ფილმით სასიკვდილო იარაღი (1987). საქვეყნო აღიარება მოიპოვა 1991 წელს „გზის მებრძოლში“ მონაწილეობის შემდეგ.

    1990–ნი წლების დასაწყისში გიბსონმა დააფუძნა საკუთარი კინოკომპანია ICON Production და გადაწყვიტა საკუთარი თავი რეჟისორის როლში ეცადა. 1993 წელს მან გადაიღო ფილმი ადამიანი სახის გარეშე 1995 წელს მან გადაიღო ეპიური ისტორიული დრამა მამაცი გული. ფილმი არა მარტო მაყურებლებს მოეწონათ, არამედ კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც მიიღო, რომლებმაც სურათი რამდენიმე ოსკარით დააჯილდოვეს და წლის საუკეთესო სურათად აღიარეს.
 

კომენტარი0
კომენტარის დამატება
კომენტარის დატოვება
© 2019 KINOMAX.GE